пятница, 18 апреля 2014 г.

    გავიარეთ ტრენინგი პროექტებით სწავლება. მომეწონა ტრენინგის ყოველი დღე. მოხარული ვარ, რომ განათლების სამინისტროს მიერ იგეგმება ასეთი პროექტები. ტრენერი არის კარგი პიროვნული ღირსებებით დაჯილდოებული, მცოდნე და გამოცდილი ადამიანი.
   ბევრი რამ ვისწავლეთ მე და ჩემმა თანამშრომლებმა ამ ტრენინგით. დღეს დავასრულეთ პროექტების შექმნა და ავტვირთეთ ბლოგზე.
   დიდი მადლობა ლილი მასწავლებელო!

воскресенье, 13 апреля 2014 г.

    დღეს მეშვიდე დღეა დავდივართ  ტრენინგზე, ,, პროექტების გამოყენება სასწავლო პროცესში". სწავლებისა და სწავლის პროცესი არის ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. ეს არის სწორედ ის, რაც ყველა მასწავლებელს სჭირდება და მითუმეტეს მათ ვისთვისაც სკოლა არის დაწესებულება, სადაც სწავლობს არამარტო მოსწავლე, არამედ მასწავლებელიც და ვინც ეთანხმება აზრს, რომ სწავლას არა აქვს დასასრული.
    ამ ტრენინგებზე განსაკუთრებით მომწონს ის, რომ კოლეგები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, ხოლო ტრენერი სხვადასხვა აქტივობებით გადმოგვცემს ცოდნას და გვიქმნის წამახალისებელ სასწავლო გარემოს.

пятница, 28 марта 2014 г.

27 მარტს დავიწყეთ ტრენინგები ,,პროექტების გამოყენება სასწავლო პროცესში", რომელიც გრძელდება 9 დღეს.
 27 მარტს ვისაუბრეთ  სასწავლო პროექტებზე, შევარჩიეთ თმები, განვსაზღვრეთ  მიზნები.
  28 მარტს  გავაკეთეთ სხვადასხვა სახის ფაილები, ვისწავლეთ ბლოგერი და ვიმუშავეთ მასში.
  მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ტრენინგებს.